ცნობილია, რა შეღავათით ისარგებლებენ ე.წ. ბორჯომის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრით დაზარალებულები

21.05.25 18:18
ცნობილია, რა შეღავათით ისარგებლებენ ე.წ. ბორჯომის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრით დაზარალებულები

ცნობილია, რა შეღავათით ისარგებლებენ ე.წ. ბორჯომის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრით დაზარალებულები - ფინანსტა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები უკვე ჩამოეწერათ.

უწყების ცნობით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ. 

დაზარალებული მეწარმეების მიერ შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა.

ამასთან შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები