საქართველოში უმუშევართა რიცხვი გაიზარდა - მხოლოდ სამ თვეში სამსახური 23 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა

21.05.25 20:20
საქართველოში  უმუშევართა რიცხვი გაიზარდა - მხოლოდ სამ თვეში სამსახური 23 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღიარებს, რომ საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა,  თუმცა მონაცემებში წერს, რომ მაჩვენებელი 1 %-ზე ნაკლებია. ეს მაშინ, როდესაც უმუშევრობის გამო ხალხი ემიგრაციაში მიდის. მაგალითად, 2025 წლის სამ თვეში,  უმუშევართა რიცხვი 10 000-ით,  თვითდასაქმებულთა რაოდენობა 13 500 -ით,  ანუ ჯამში სამსახური 25 000 ადამიანმა დაკარგა. საქსტატის ეს მაჩვენებელი  ეკონომისტებს უჩენს განცდას, რომ მათი მონაცემებიც ციფრებით თამაშია, რეალურად კი ვითარება უფრო მძიმეა. 

ივანიშვილის მთავრობა გვიმტკიცებს, რომ  2021 წლიდან ეკონომიკური ზრდა 9 %-ზეა,  ანუ ახლა ხალხი ბევრად უკეთ უნდა ცხოვრობდეს. სპეციალისტების შეფასებით, ეკონომიკურ ზრდას საკუთარ თავზე მხოლოდ ელიტა გრძნობს, რიგითი მოსახლეობისთვის კი არაფერი იცვლება. მაგალითად სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება,  წინა წელთან  შედარებით მათი  რიცხვი  2 383 ოჯახითაა გაზრდილი.  

საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს, რომ  უმუშევართა რიცხვის  ზრდა გარდაუვალია.  აი მაგალითად 2025 წლის მარტის სტატისტიკას თუ  გადავხედავთ,  250  000  არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველია, ხოლო 700 000  ადამიანი  ასევე სოციალური დახმარების მიმღებია.  

დეტალაბით ანა მდივანი

მსგავსი სიახლეები