აბუ-დაბის შემდეგ რესტორანში ვახშმობა ივანიშვილის დეპუტატს ზუგდიდშიც ჩაუშალეს - ზარქუა სასამართლოში ჩივის

21.05.25 20:30
აბუ-დაბის შემდეგ რესტორანში ვახშმობა ივანიშვილის დეპუტატს ზუგდიდშიც ჩაუშალეს - ზარქუა სასამართლოში ჩივის

რესტორანში ქეიფის დროს დარღვეული მყუდროების გამო, ირაკლი ზარქუამ, ქალ აქტივისტს პოლიციაში უჩივლა. "ქართლი ოცნების" წევრი, რომელიც ზუგდიდში სუფრაზე იყო რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, შეძახილებით გააცილეს - ახლა პოლიციამ უნდა დაადგინოს, რომელი ფრაზა მიიჩნია თავდასხმად ზარქუამ. 

სავარაუდოდ, რესტორნიდან ირაკლი ზარქუა ქალი აქტივისტის მარიამ სიჭინავას წინააღმდეგ საჩივრის დასაწერად პირდაპირ პოლიციაში წავიდა, რადგან დაჩქარებული წესით დღეს "დროას" წევრი უკვე ზუგდიდი სამმართველოში დაუბარეს და უთხრეს, რომ საქმეს სასამართლოში აგზავნიან. სიჭინავას ჯარიმა ან 45 დღე პატიმრობა ემუქრება. 

სოც ქსელში ზარქუას ვიდეო ღამითვე გავრცელდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოცნების ლიდერებს ქუჩაში მონას და მოღალატეს ეძახიან. შეწუხებული კობახიძე დღეს ადამიანებს შეძახილების გამო დღეს ემუქრებოდა.  

დეტელები ხატია სამხარაძის რეპორტაჟში ნახეთ. 

მსგავსი სიახლეები