ტყიბულის შემდეგ მაღაროელების ტერორი ჭიათურაში იწყება?! - რისთვის მიავლინეს ქალაქში მიხაილ სოცკი
მიხაილ სოცკი ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილ მაღაროელებს უყვირის, ხელებს უქნევს და ამცირებს. "თქვენ ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება არ გაქვთ" - ასე მიმართავდა რუსი ბიზნესმენი იმ დასაქმებულებს, ვისაც რეორგანიზაციის პროცესში უმუშევრობისგან თავის გადარჩენა უნდა.
რისთვის მიავლინეს ჭიათურაში მაინცდამაინც მიხაილ სოცკი?! ასობით ადამიანი სამსახური გარეშე რჩება და სავარაუდოდ, რეპრესიების ტალღა ჭიათურაშიც იწყება. ტყიბულში მოწყობილი ტერორის შემდეგ "ოცნების რეჟიმს" სწორედ სოცკი სჭირდებოდა, რომ ჭიათურაში უწყვეტი პროტესტის გამო მაღაროელები დაესაჯა. თუმცა მაღაროელები ამასთან შეგუებას არ აპირებენ.
მაღაროელებმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებით გაიგეს. სწორედ ამის შემდეგ შედგა მათსა და საწარმოს ახალ ხელმძღვანელს შორის მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ. მაღაროელები სამ თვეზე მეტია პროტესტის რეჟიმში არიან, კუთვნილ ანაზღაურებას და მუშაობის შესაძლებლობას ითხოვენ. ჯორჯიან მანგანეზში შექმნილ კრიზისს ახალი ხელმძღვანელი მაღაროელებს აბრალებს.