პოლიციელის დღის აღნიშვნისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო 270 000 ლარს დახარჯავს

21.05.25 20:56
პოლიციელის დღის აღნიშვნისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო 270 000 ლარს დახარჯავს

"რადიო თავისუფლება" იტყობინება, რომ პოლიციელის დღის აღნიშვნისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო 270 000 ლარს დახარჯავს - მედიის ინფორმაციით, საჭირო მომსახურებას ვახო გომელაურის უწყება ტენდერის გარეშე შეიძენს. 

"რადიო თავისუფლების" ცნობით, შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში წერია, რომ პოლიციელის დღის აღნიშვნის ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.

ანალოგიური მასშტაბის და შინაარსის ღონისძიების ჩატარება (ვიზუალური და მუსიკალური გაფორმება, პირდაპირი სატელევიზიო ეთერი), მეტწილად უკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის იმიჯს“, - წერია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები