სადგურის მოედანზე არასრულწლოვანს თავს დაესხნენ

21.05.25 21:18
სადგურის მოედანზე არასრულწლოვანს თავს დაესხნენ

თბილისში, მეტროსადგურ "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, რამდენიმე წუთის წინ, არასრულწლოვანს შუა ხნის კაცი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე მივიდა. სავარაუდოა, რომ დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწიონ და მედიკოსებმა შემდგომ გადაწყვიტონ, სჭირდება თუ არა მოზარდს ჰოსპიტალიზაცია. 

მსგავსი სიახლეები