სასამართლო ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე დღეს იმსჯელებს - პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ დააპატიმრონ

22.05.25 10:24
სასამართლო ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე დღეს იმსჯელებს - პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ დააპატიმრონ

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომაზე, რომელიც 15:00 საათზეა ჩანიშნული, მოსამართლე დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მას ხელბორკილებს დაადებენ და ციხეში გაუშვებენ. 

ალბათობა იმისა, რომ სხვა გადაწყვეტილება მიიღონ, ძალიან დაბალია. "ქართულ ოცნებას" რეალურად ორი არჩევანი აქვს: ან აღკვეთის ღონისძიება საერთოდ უნდა გააუქმონ, ან მძიმე ფორმა, პატიმრობა გამოიყენონ. რაც შეეხება გაუქმებას, სამჯერ მივმართეთ, ვუხსნით, რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება რეალურად არ დგას, მაგრამ ჯიუტად იმეორებენ , რომ არაო. ამიტომ, მოლოდინი მაქვს, რომ პატიმრობას გამოიყენებენ"- აცხადებს "ტვ პირველთან" ზურა გირჩი ჯაფარიძე.

წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა.

ჯაფარიძემ დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა. 

მანამდე სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. 

მსგავსი სიახლეები