ზარქუას პირადი მოთხოვნით დამაყადაღეს - მარიამ სიჭინავა

22.05.25 11:22
ზარქუას პირადი მოთხოვნით დამაყადაღეს - მარიამ სიჭინავა

ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატს, ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი საბანკო ანგარიშები ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლის პირადი მოთხოვნით დააყადაღეს. 

"დროას" წევრი, რომელსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა, იტყობინება, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ხვალ, 13:00 საათზე ჩანიშნეს. 

შენგელიას განცხადებით, მისი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა, შესაბამისად სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა ანგარიშები დაეყადაღებინა.

ამასობაში დამაყადაღეს - ზარქუას პირადი მოთხოვნაა. რადგან ჩემი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა, სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა ჩემი ანგარიშები დაეყადაღებინა. ხვალ 13:00 საათზე ჩაინიშნა სასამართლო პროცესი.  ,,კაცობის” დამცველი ირაკლი ზარქუა vs ზუგდიდელი ქალები." - წერს მარიამ სიჭინავა. 

ცნობისთვის, 21 მაისს, "ოცნების" დეპუტატს, ირაკლი ზარქუას ზუგდიდში პროტესტით დახვდნენ. სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ სიჭინავას მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ირაკლი ზარქუა "ლეთოში" იმყოფებოდა, რა დროსაც აქტივისტებმა მას ზუგდიდის დატოვება მოსთხოვეს. მომხდარის შემდეგ, ირაკლი ზარქუამ მარიამ სიჭინავას და სხვა აქტივისტებს უჩივლა. 

"პირველებთან" საუბრის დროს მარიამ სიჭინავამ განაცხადა, რომ ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა მასსა და კერენ ესებუას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან, აქტივისტის ინფორმაციით, ზარქუასთან მყოფი პირი ხელით შეეხო კერენ ესებუას, ქალ აქტივისტს დაუზიანეს მობილური ტელეფონიც. 

მსგავსი სიახლეები