ჩემს ანგარიშებს ყადაღა მოხსნეს - მარიამ სიჭინავა

22.05.25 13:50
ჩემს ანგარიშებს ყადაღა მოხსნეს - მარიამ სიჭინავა

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა, რომელმაც ირაკლი ზარქუას პროტესტის ხმა გააგონა, სოციალურ ქსელში წერს, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღა მოუხსნეს. 

აგერ მეგობრებო, რა შეუძლია ხმაურს და ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას. ჩემს ანგარიშებს ყადაღა მოხსნეს." - წერს მარიამ სიჭინავა. 

ცნობისთვის, 21 მაისს, "ოცნების" დეპუტატს, ირაკლი ზარქუას ზუგდიდში პროტესტით დახვდნენ. სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ სიჭინავას მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ირაკლი ზარქუა "ლეთოში" იმყოფებოდა, რა დროსაც აქტივისტებმა მას ზუგდიდის დატოვება მოსთხოვეს. მომხდარის შემდეგ, ირაკლი ზარქუამ მარიამ სიჭინავას და სხვა აქტივისტებს უჩივლა. 

"პირველებთან" საუბრის დროს მარიამ სიჭინავამ განაცხადა, რომ ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა მასსა და კერენ ესებუას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან, აქტივისტის ინფორმაციით, ზარქუასთან მყოფი პირი ხელით შეეხო კერენ ესებუას, ქალ აქტივისტს დაუზიანეს მობილური ტელეფონიც. 

მსგავსი სიახლეები