სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში - ოპოზიცია მერიის უპასუხისმგებლობაზე საუბრობს

22.05.25 14:14
სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში - ოპოზიცია მერიის უპასუხისმგებლობაზე საუბრობს

მერიის არაკომპეტენტურობა და უპასუხისმგებოლობა - ასეთ შეფასებას აძლევს ოპოზიცია თბილისის ნაწილის პარალიზებას.

  • მძღოლები რამდენიმე საათია, დგანან კილომეტრიან საცობებში ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე და ახალ გზაზე.
  • მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაობია, რომელიც ჩოლოყაშვილის ქუჩაზე იწყება. ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი გზის გაფართოვება დაგეგმილი. (თბილისის ორ ქუჩაზე მოძრაობა ოთხი თვით შეიზღუდება).

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ქალაქის მერიას ჰქონდა ალტერნატიული გზები იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა კილოომეტრიანი საცობები, რაც არ გააკეთეს. 

კიდევ ერთი პრობლემაა მოსახლეობის არაინფორმირება, რაც მათი თქმით, ასევე მერიის პასუხისმგებლობაა.

მთავარი პრობლემა, ეს არის უპასუხისმგებლობა და არაკომპეტენტურობა.

კალაძის პირად პიარში, რომ ხალხის ბიუჯეტით მილიონობით ლარი იხარჯება, იმის თანხა და რესურსი ვერ გამოძებნეს, რომ რამდენიმედღიანი კამპანია ყოფილიყო და თბილისელებს ჰქონოდათ ინფორმაცია რეალურად როდიდან იკეტება გზა.

ჩვენ იმიტომ გვჭირდება პასუხისმგებლიანი და კომპეტენტური მენეჯმენტი თბილისის მერიაში, რომ მათ შეძლონ ერთის მხრივ რეაბილიტაცია, (ორ მილიარდ ლარზე მეტია თბილისის ბიუჯეტი და ეს ფული იმიტომ გვაქვს, რომ საქმე უნდა გაკეთდეს), მაგრამ მეორეს მხრივ ეს უნდა გააკეთო ისე, რომ შენს მოქალაქეებს ასეთი დისომფორტი არ შეუქმნა და ასეთ სტრესში არ აცხოვრო ყოველდღიურად თბილისელები"- აცხადებს პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ანა გოგოლაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა მიმდინარეობს, რეაბილიტაცია დამატებითი წნეხი იქნება მოსახლეობისთვის.

მისივე განცხადებით, პრობლემას შექმნის ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, "ქართული ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენის ნოშრევან ნამორაძის მიერ დაანონსებული დიდ სამშენებლო სამუშაოებიც. 

დაახლოებით 15 დღე არის დარჩელი სწავლის დასრულებამდე, მითუმეტეს ამ ტერიტორიაზე არის უნივერსიტეტის არაერთი კამპუსი, ძალიან ბევრი სკოლა, შესაბამისად, რეაბილიტაციის პროცესის გადავადება გააადვილებდა მოსახლეობისათვის ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას.

ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, "ქართული ოცნების" ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე იწყებს ძალიან დიდ სამშენებლო პროექტს, რომელიც აუცილებლად დამატებითი წნეხი იქნება გადაადგილების თვალსაზრისით და კიდევ უფრო მეტად გაართულებს ამ ტერიტორიაზე მოძრაობას რეაბილიტაციის პარალელურად"- აცხადებს პოლიტიკოსი. 

მსგავსი სიახლეები