ბუღაძე: ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით ქოცები პოლიტიკურ კუბოზე სასიკვდილო ლურსმანს დაიჭედებენ
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გია ბუღაძეც იმყოფება - მხატვარი "პირველებთან" ამბობს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მიერ მოქალაქეების სასამართლო ეზოში არ შეშვების ფაქტი ადასტურებს იმას, რომ რეჟიმს საზოგადოების ეშინია.
გია ბუღაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოსალოდნელ დაკავებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო დაპატიმრებით "ქოცები პოლიტიკურ კუბოზე სასიკვდილო ლურსმანს დაიჭედებენ".
გასაგებია აქ რაც არის. საზოგადოების ეშინიათ. არ უნდათ, რომ დაინახონ, რამდენ ადამიანს აღელვებს ეს თემა. ზურა სერიოზული მოვლენაა და ეს იქნება, ფაქტობრივად, სასიკვდილო ლურსმნის დაჭედება ქოცების პოლიტიკურ კუბოზე. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ არ გვეშინია მათი და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ხალხის ეშინიათ. სიფრთხილეს იჩენენ გარკვეული თვალსაზრისით. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ მათ, ხალხს მათი არ ეშინიათ". - განაცხადა გია ბუღაძემ.
- წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა.
მისი სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.
საქმის განხილვის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერების შეკრებაა დაანონსებული.
- შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
- ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.