სასამართლოს ჭიშკართან დგას პოლიცია და ხალხს არ უშვებს, ეს არის კანონის დარღვევა - ზურა ჯაფარიძე

22.05.25 14:10
სასამართლოს ჭიშკართან დგას პოლიცია და ხალხს არ უშვებს, ეს არის კანონის დარღვევა - ზურა ჯაფარიძე

 

 

ერთი საათი ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესამდე - კოალიცია "ცვლილებისთვის" ბრალდებული ლიდერის თქმით, გომელაურის უწყების თანამშრომლები მის ახლობლებს და მეგობრებს, სასამართლოს ეზოშიც კი არ უშვებენ.

ჭიშკარში დგანან და ხალხს არ უშვებენ, ასეთი რამ არ მახსოვს - ამბობს ზურა ჯაფარიძე.  

კანონს არღვევენ ჩვეულებრივად, არავის არ აუკრძალია სასამართლოს დერეფანში ადამიანების დგომა. ის, რასაც იძახიან, რომ დარბაზი გაივსო და მეტს ვერ შეუშვებენ, არის სრული სიგიჟე, მსგავსი რამ აქ არ ყოფილა არასდროს. საამართლსო დერეფანში ადამიანებს შეუძლიათ დგომა, ასევე სასამართლოს ეზოში  და ასეთი რამ აქ არასროს არ ყოფილა. ყოველდღე დავდივარ აქ და ასეთი რამ არ მახსოვს. ეს არის ახალი მოგონილი, სიგიჟე, რომ დარბაზი თუ გაივსო, ჭიშკრიდან ხალხს არარ უსვებენ ეზოში.

ლაშა სალუქვაძეს ვეუბნებოდი ორი ადამიანი შემოუშვი-თქო, ერთია გოგა ხაჩიძე და მეორე ჩემი თანაშემწე ეთო ხაბურძანია, რომლებიც მჭირდება, რარაცები მაქვს დასაბარებელი და ის რომ დაბრაზში ადგილი არ არის, ეს ჩემთვის პასუხი არ არის, დადგებიან დერეფანში", - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

  • წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს  20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა.

მისი სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.

საქმის განხილვის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერების შეკრებაა დაანონსებული.  

  • შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. 
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.

 

მსგავსი სიახლეები