"რუსულ ოცნებას" ხალხის ეშინია - სოფო ჯაფარიძე

22.05.25 14:49
"რუსულ ოცნებას" ხალხის ეშინია - სოფო ჯაფარიძე

 

 

"რუსულ ოცნებას" ხალხის ეშინია - ასე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე მოვლენებს სოფო ჯაფარიძე.

  • საქალაქო სასაამრთლოში ზურა ჯაფარიძის პროცესი ზუსტად 15:00 საათზეა ჩანიშნული. ოპოზიციონერ ლიდერს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის საამრთლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზება და ის ფაქტი, რომ მოქალაქეებს სამართალდამცველები სასამართლოს ეზოშიც კი არ უშვებენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს რეჟიმის შიშებს. 

ვხედავთ, როგორ ეშინია "რუსულ ოცნება" ხალხის, იმიტომ, რომ ზუსტად იციან, რომ უდიდეს უკანონობას ჩადიან და ე.წ ხელისუფლება, რომელიც აი ასე უკანონოდ აპატიმრებს პოლიტიკურ ლიდერებს, ე.წ ხელისუფლება, რომელსაც უამრავი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს არის განწირული მარცხისთვის. "რუსული ოცნება" შედის ჩიხში, უფრო სწორად, შევიდა ჩიხში, საიდანაც გამოსასვლელი უბრალოდ არ არსებობს. მთავარი არის ერთი - ვიდგეთ გარეთ, ვიყოთ ბევრნი და ძალიან მალე ყველა ნათლად დავინახავთ თუ როგორ ჩამოიშლებიან ისინი. რაც მთაავარია ვხედავთ, თუ როგორი შეშინებულები არიან, ვხედავთ პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებას. ფაქტობრივად თავისუფალი არის ეზო და მეუბნებიან, რომ სავსეა და ამიტომ არ გვიშვებენ, მაგრამ ეს არის გამოხატული შიში, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ძალიან მალე დავასრულებთ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მისულ ხალხს გომელაურის უწყების თანამშრომლები ეზოში არ უშვებენ. საქალაქოში შევიდა მხოლოდ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც სხდომათა დარბაზში ეტევა. საუბარია დაახლოებით 20 ადამიანზე. მოქალაქეების დიდი ნაწილი კი ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სასამართლოს ჭიშკართან დგას, სადაც სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა მათ ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევს.

მსგავსი სიახლეები