ხმაური სასამართლოსთან - პოლიციამ მოქალაქე ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა
ხმაური საქალაქო სასამართლოსთან - პოლიციამ ზურა ჯაფარიძის მხარდასაჭერად მისული მოქალაქე ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
კადრებში ჩანს, როგორ შემოახიეს პირს ტანსაცმელი და ათრიეს ტროტუარზე.
კითხვაზე, დააკავეს თუ არა ვინმე, პოლიციელის პასუხი იყო — "არავინ დაგვიკავებია, გაარიდეს ტერიტორიას".
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოსთან დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. პოლიცია მოქალაქეებს ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას არ აძლევს.