"ტვ პირველის" ჟურნალისტს სასამართლოს დარბაზი დაატოვებინეს - შენობაში არ შეუშვეს ოპერატორებიც

22.05.25 15:46
"ტვ პირველის" ჟურნალისტს სასამართლოს დარბაზი დაატოვებინეს - შენობაში არ შეუშვეს ოპერატორებიც

ზურა გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ხმაურის დადაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს - ცოტა ხნის წინ დარბაზი დაატოვებინეს "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას. 

ასევე, მანდატურებმა, პოლიციის დახმარებით, ძალის გამოყენებით გააძევეს მოქალაქეები სასამართლოს შენობიდან. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლოში მედიის წარმომადგენლებს უპრეცედენტო შეზღუდვის ფონზე უწევთ მუშაობა. შენობაში არ უშვებენ ოპერატორებსაც და ტელევიზიებს კამერის შეტანის შესაძლებლობას არ ეძლევათ. 

 ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მოქალაქეები და ადვოკატები დარბაზის შეცვლას ითხოვენ, თუმცა მოსამართლე დარბაზის შეცვლაზე უარს აცხადებს. 

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მისულ ხალხს გომელაურის უწყების თანამშრომლები ეზოში არ უშვებენ. საქალაქოში შევიდა მხოლოდ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც სხდომათა დარბაზში ეტევა. საუბარია დაახლოებით 20 ადამიანზე. მოქალაქეების დიდი ნაწილი კი ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სასამართლოს ჭიშკართან დგას, სადაც სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა მათ ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევს.

მსგავსი სიახლეები