უშბაზე მთამსვლელი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა
უშბაზე ექსპედიციის დროს, მთამსვლელი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა. ინფორმაციას ფალიანის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მთამსვლელის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ წერს და ოჯახს უსამძიმრებს Adrenaline -ის გვერდიც.
დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს
ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას.
ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან"- წერს Adrenaline-ის გუნდი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.
მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში"- წერს უწყება