სასამართლოში ზურა ჯაფარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს - განახლებადი
საქალაქო სასამართლოში ზურა ჯაფარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს - კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე მსჯელობს.
- წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
15:01- დარბაზი, სადაც სხდომა მიმდინარეობს ძალიან პატარაა, სადაც შესვლა 15-მდე ადამიანმა მოახერხა, სწორედ ამიტომ დაცვის მხარე სხდომაზე დარბაზის შეცვლას ითხოვს.
- ადვოკატის თქმით, მოსამართლე ასევე არ დაინტერესდა დაცვის მხარის პრობლემით, რადგან ადვოკატებს დაცვის სრულფასოვნად განხორციელების საშუალება არ აქვთ, ვინაიდან ერთ-ერთ ადვოკატს სამუშაო ლეპტოპი მუხლზე უდევს.
15:29 - პროცესზე მოსამართლეს კითხვით მიმართა ნიკა გვარამიამ - "მართალია, რომ საქმის პროკურორი თქვენი ცოლის მეგობარია?" რაზეც ირაკლი შვანგირაძემ პასუხი არ გასცა, რის შემდეგაც გვარამიამ, შესაძლო ინტერესთან კონფლიქსტის გამო მოსამართლის აცილების შეუმდგომლობა დააყენა, თუმცა ირაკლი შვანგირაძემ მისი აცილების შეუამდგომლობა არ დააყენა.
„გამოსაცდელი ვადით ხართ დანიშნული 3 წლით, მოხვედით პროკურატურიდან, თქვენი მოტივაცია გამოჩნდა 11 ბრალდებულის საქმიდანაც. იმ ხალხს, ვინც ციხეში გაუშვით, პოლიტპატიმრების სახელი აქვს არამხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებით.
სხვათა შორის, შემიძლია დავაყენო შუამდგომლობები თქვენი ოჯახისა და პროკურატურის კავშირებზე, რადგან არ მპასუხობთ არაფერზე. რატომ იყენებთ დუმილის უფლებას იქ, სადაც ამის უფლება არ გაქვთ? რატომ არ მპასუხობთ - ვმუშაობდი პროკურატურაშიო? შემდეგ უკვე შემდეგ კითხვას დაგისვამდით. ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ მიუკერძოებელი მსაჯული არ ხართ. ჩამოგითვალეთ ობიექტური მტკიცებულებები, რატომ მაქვს თქვენს მიმართ ეს განცდა.
თქვენ არ ინტერესდებით დარბაზს მიღმა ვითარებით და ეს უნდა გაინტერესებდეთ. ეს ითვლება თქვენი პროცესის ნაწილად და გაგრძელებად. ძალიან გთხოვთ, საფუძვლიანი განჩინება გამოიტანოთ და აგვიხსნათ მხარეებს, რატომ გამოგაქვთ ის. იმედი გვაქვს აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილების, ან იმის ახსნის მაინც, რატომ არ აკმაყოფილებთ",- განაცხადა გვარამიამ.
- უთხრა გვარამიამ მოსამართლეს.
მოსამართლე შვანგირაძე არც სათათბიროდ გავიდა. ადვოკატებმა - ნიკა გვარამიამ და ირაკლი ჩომახაშვილმა 10 წუთიანი შესვენების შეუამდგომლობა დააყენეს იმის გამო, რომ მოსამართლე სათათბიროდ გასულიყო.
15:41 - ნიკა გვარამიამ სხდომაზე მოსამართლეს ჰკითხა - "ჩაბარებული აქვს თუ არა სისხლის სამართლის სპეციალიზაცია და სად მუშაობდა ის მოსამართლედ დანიშვნამდე? რაზეც მოსამართლემ უთხრა, რომ ინფრომაცია საჯაროა და შეუძლია ნახოს.
ზურა ჯაფარიძის სასამართლოს პროცესს ესწრება ზუსტად 19 ადამიანი, რომელთაგან 10 არის მედიის წარმომადგენელი, 5 ბრალდებული ოპოზიციონერის ახლობელი და 3დან 2 დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი- ჩეხეთის და შვედეთის საელჩოების თანამშრომელბი. გარდა ამისა, "პირველების" ინფრომაციით, სხდომაზე იმყოფება "amnesty international"-ის წარმომადგენელიც.
ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესის პარალალურად, სასამართლოს ეზოს გარეთ მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ისინი გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ეზოში არ შეუშვა. საქალაქოში შევიდა მხოლოდ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც სხდომათა დარბაზში ეტევა.
- შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
- ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.