რეჟიმს ეშინია - მსახიობები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ

22.05.25 17:35
რეჟიმს ეშინია - მსახიობები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ

ზურაბ ჯაფარიძის მხარდასაჭერად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მსახიობებიც იმყოფებიან - ნანკა კალატოზიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზება მეტყველებს იმაზე, რომ რეჟიმს ეშინია. 

დღეს ისეთი მობილიზებულები არიან, რომ აქ შემოსვლაც ძლივს მოვახერხე და ეზოში შესვლაზე საერთოდ არ არის საუბარი. რაზე შეიძლება ეს მეტყველებდეს? ადამიანების შიშზე და ჯაფარას რეიტინგზე. არ გვიშვებენ ეზოში, ზემოთაც იმდენი სამართალდამცავი მოიყვანეს, უხერხულია". - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა. 

ამავე პოზიციას იზიარებს ეკა დემეტრაძეც, რომელიც ამბობს, რომ ტერიტორიაზე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება რეჟიმის სახეს აჩვენებს. 

მხოლოდ სხდომათა დარბაზი კი არა, აღმაშენებლის ხეივანზე მოსატრიალებელი გზაც კი ჩაკეტილია. ეს არის ნათელი სახე საპოლიციო რეჟიმისა. ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობაა. ყოველდღიურად უფრო და უფრო საშინელ სახეს აჩვენებს რეჟიმი. უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, რათა ეს, რაც ახლა ხდება, ქვეყანაში არ დამყარდეს". - განაცხადა ეკა დემეტრაძემ. 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურა ჯაფარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს - კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე მსჯელობს.

ზურაბ ჯაფარიძის სასამართლოს პროცესს ესწრება ზუსტად 19 ადამიანი, რომელთაგან 10 არის მედიის წარმომადგენელი, 5 ბრალდებული ოპოზიციონერის ახლობელი და 3-დან 2 დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი - ჩეხეთის და შვედეთის საელჩოების თანამშრომელბი. გარდა ამისა, "პირველების" ინფრომაციით, სხდომაზე იმყოფება "amnesty international"-ის წარმომადგენელიც.

ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესის პარალალურად, სასამართლოს ეზოს გარეთ მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ისინი გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ეზოში არ შეუშვა. საქალაქოში შევიდა მხოლოდ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც სხდომათა დარბაზში ეტევა. 

  • შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. 
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.

მსგავსი სიახლეები