გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი დააკავა
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სასამართლოს მიმდებარედ ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი დააკავა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად ალბი კორძაია ავრცელებს - ლაივ კადრი მაშინ წყდება, როცა პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებს აქტივისტებს. ვიდეოში გოგოების განწირული ყვირილი ისმის.
ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, ის ამ წუთებში არკვევს, სად არის გადაყვანილი და რას ედავებიან სამოქალაქო ატივისტებს.
შეგახსენებთ, რომ ალბი კორძაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან თეა წულუკიანის სახლთან გამართული აქციის გამო - სამოქალაქო აქტივისტის სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული სასამართლოში, ახლა საინტერესოა, რის საფუძველზე დააკავა ის პოლიციამ.
- ცნობისთვის, სასამართლოში ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ამის პარალალურად კი, სასამართლოს ეზოს გარეთ მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ისინი გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ეზოში არ შეუშვა. საქალაქოში შევიდა მხოლოდ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც სხდომათა დარბაზში ეტევა.