მოსამართლე შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძის საქმის განხილვა არ გადადო

22.05.25 18:21
მოსამართლე შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძის საქმის განხილვა არ გადადო

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძის საქმის განხილვა არ გადადო - პროცესის გადადებას სხდომაზე დაცვის მხარე ითხოვდა. 

ადვოკატების თქმით, ვინაიდან სამუშაო საათები დასრულებულია, გონივრული იქნებოდა, თუ სხდომას მომდევნო დღეს გააგრძელდებდნენ.

  • წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს  20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესის პარალალურად, სასამართლოს ეზოს გარეთ მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ისინი გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ეზოში არ შეუშვა. საქალაქოში შევიდა მხოლოდ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც სხდომათა დარბაზში ეტევა. 

  • შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. 
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.

 

მსგავსი სიახლეები