პროკურატურა პატიმრობას ითხოვს - ზურა ჯაფარიძე

22.05.25 18:27
პროკურატურა პატიმრობას ითხოვს - ზურა ჯაფარიძე

 

 

პროკურატურა ზურა ჯაფარიძის დაკავებას ითხოვს - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ბრალდებულმა ლიდერმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პროკურორს სხდომაზე შუამდგომლობა არ დაუყენებია, "ფურცლებზე წაიკითხეს", რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დღეს პატიმრობა იქნება.

ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა ფურცლებზე წავიკითხეთ, რომ პროკურატურა პატიმრობას ითხოვს", - თქვა ჯაფარიძემ. 

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, პროკურატურამ სხდომაზე თქვა, რომ აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა აქვთ, რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ პატიმრობას მოითხოვენ.

ამ წუთებში, სხდომაზე 20 წუთიანი შესვენებაა - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ საქმის განხილვა ხვალისთვის არ გადადო. 

დღეს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ პროცესზე, მათ შორის ითხოვეს თეა ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვა, ასევე შუამდგომლობა დააყენეს პოლიციის მაღალჩინოსნების - ვაჟა სირაძის და სერგი ბზიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებითაც. 

წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს  20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

  • შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. 
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.

 

მსგავსი სიახლეები