სასამართლო პოლიციის ალყაში, ჩაკეტილი შესასვლელები და დაკავებები - რა ხდებოდა ზურა ჯაფარიძის პროცესის პარალელურად
სასამართლოს შენობა პოლიციელების ალყაში, რკინის ბარიკადებით ჩაკეტილი შესასვლელები და ძალისმიერი დაკავებები სასამართლოს ეზოსა და მის გარეთ. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სოლიდარობისთვის მისულ ადამიანებს დღეს ტანსაცმელი შემოახიეს და ტროტუარებზე ათრევდნენ. ამდენი ფორმიანი ამ ტერიტორიას არ ახსოვს. ძალადობა მოქალაქეებზე ეზოში დაიწყო და სასამართლოს შენობაში გაგრძელდა.
დღეს ხალხს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ. ვინც შევიდა, უკან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, მათ შორის ჟურნალისტებიც. რეპრესიების ასეთი მასშტაბი საქალაქო სასამართლოს არ ახსოვს. რეპორტიორებს შენობაში მიკროფონებით და კამერებით შესვლა აუკრძალეს. გომელაურმა ლამის მთელი საპოლიციო დანაყოფები სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ორი საათით ადრე გაამაგრა.
დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.