მოსამართლე შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნა და დაცვის გარეშე დატოვა

22.05.25 19:13
მოსამართლე შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნა და დაცვის გარეშე დატოვა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნა და დაცვის გარეშე დატოვა. 

გადაწყვეტილება შვანგირაძემ თათბირის შედეგად მიიღო.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს, რის შემდეგაც ჯაფარიძემ ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლე შვანგირაძემ ჯაფარიძე დაცვის გარეშე დატოვა, დარბაზში მყოფმა ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა განაცხადა, რომ ის დაიცავს, უბრალოდ სჭირდება დრო მასალების გასაცნობად და შესაბამისად, სხდომის გადადება მოითხოვა.

24 წელია სასამართლოში დავდივარ, არ დამიშვია, რომ დაცვის გარეშე დატოვებდით ბარდებულს. არ მეგონა ასე თუ მოიქცეოდით. როგორც კი დაიწყეთ გამოცხადება გადაწყვეტილების, სანამ განმარტავდით ჩვენ შევთანხმდით. რომ მე ვიყო მისი ადვოკატი,-თქვა ჩომახაშვილმა.

თუმცა, მოსამართლემ ჩომახაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უარი უთხრა ზურაბ ჯაფარიძის დაცვაზე.

“სავალდებულო დაცვა არ სჭირდება“,-თქვა შვანგირაძემ.

მანამდე, მოსამართლე შვანგირაძემ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა არ გადადო. 

  • დღეს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ პროცესზე, მათ შორის ითხოვეს თეა ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვა, ასევე შუამდგომლობა დააყენეს პოლიციის მაღალჩინოსნების - ვაჟა სირაძის და სერგი ბზიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებითაც. 

წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს  20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

  • შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. 
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.

მსგავსი სიახლეები