შპს "ასეტრინას" მფლობელი ქოჩიაშვილი გერმანიის ელჩს ისევ ემუქრება

22.05.25 20:53
შპს "ასეტრინას" მფლობელი ქოჩიაშვილი გერმანიის ელჩს ისევ ემუქრება

შპს "ასეტრინას" მფლობელი გერმანიის ელჩს ისევ ემუქრება. ვალერიანე ქოჩიაშვილი ბათუმში მომხდარის ინციდენტის შემდეგ აანონსებს, რომ დიპლომატს ფიზიკურადაც გაუსწორდება.

ირკვევა, რომ ბათუმში, ევროკავშირის წევრი სახელწიფოს ელჩზე ძალადობის შემდეგ, ვალერიანე ქოჩიაშვილი პოლიციამ მხოლოდ დაკითხა და სახლში გაუშვა.

ვალერიანე ქოჩიაშვილი "ქართული ოცნების" მხარდაჭერი ბიზნესმენიაა. ის ორგანიზაციის „რუსეთი ჩვენი მეზოლების“ წევრია. ქოჩიაშვილი სულ მცირე 11 კომპანიას ფლობს ან დირექტორია, ამბობს რომ თავდასხმებს გააგრძელებს რადგან დაკავების არ ეშინიაა.

პიტერ ფიშერი კი მომხდარის დეტალებს "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში იხსენებს. ის ბათუმში მეუღლესთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც მასთან აგრესიული მამაკაცი მივიდა და ლანძღვა დაუწყო. დიპლომატს ქოჩიაშვილისგან ადგილობრივები იცავდნენ. ფიშერი ამბობს, რომ ეს ინციდენტი გერმანულ ქართულ ურთიერთობებზე გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ადასტურებს, რომ ახლა ეს ურთიერთობები რთულ ეტაპს გადის.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები