ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! - ზურაბ ჯაფარიძე
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ - ამ სიტყვებით დატოვა სასამართლო დარბაზი ბორკილებდადებულმა ზურაბ ჯაფარიძემ. პოლიტიკოსი ამ წუთებში რუსთავის ციხეში გადაჰყავთ.
მოსამართლე შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა.
სასამართლო პროცესი ახლა არსებითად განსახილველად გადავიდა. პატიმრობის შუამდგომლობა სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 4 ივნისს 11:00 საათზე გაიმართება. დღევანდელი პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სწორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით.