სისტემა კარგად შეგვიშინებია და ეს უკვე კარგია-ნანუკა ჟორჟოლიანი

22.05.25 20:25
სისტემა კარგად შეგვიშინებია და ეს უკვე კარგია-ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟლიანი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავების მიერ აღმაშენებელზე ხეივანზე გასასვლელი გზის ჩაკეტვა შიშის ნიშანია.

ჟურნალისტი ამბობს, რომ “როცა ამ ადამიანების რაოდენობაზე ამდენი პოლიციელი გამოგყავს გარეთ, ამას ჰქვია შიში“.

მე ძალიან ფრთხილი ვარ ისეთი სიტყვების გამოყენებისას, როცა ამბობენ “სისტემა დავღალეთ“, “სისტემა დავქანცეთ“, მე არ ვფიქრობ ასე, რადგან მგონია, რომ სისტემის დაღლაც და შეშინებაც რთულია, მაგრამ მე დღეს ჩემი სიტყვები მიმაქვს უკან, რადგან ამას ჰქვია შიში, ამ ადამიანების რაოდენობაზე ამდენი პოლიციელი რომ გამოგყავს გარეთ, ყველაფერს კეტავ და სუნთქვის და მოძრაობის საშუალებას არ აძლევ და 1 მოქალაქეზე 20 პოლიციელი მოდის და არ აძლევენ საშუალებას, რომ გადაადგილდეს, ამისიც კი ეშინიათ. სისტემა კარგად შეგვიშინებია და ეს უკვე კარგია,-ამბობს ჟურნალისტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა სამართალდამცავებმა აღმაშენებელზე ხეივანზე გასასვლელი გზა ჩაკეტეს.

საპოლიციო ძალამ გადაადგილება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურა ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ - ამ სიტყვებით დატოვა სასამართლო დარბაზი  ბორკილებდადებულმა ზურაბ ჯაფარიძემ. პოლიტიკოსი ამ წუთებში  რუსთავის ციხეში გადაჰყავთ.  

მსგავსი სიახლეები