სატრანსპორტო კოლაფსი დედაქალაქში - თბილისელების 4-თვიანი “კოშმარი“ დაიწყო
წყნეთი - ბაგების გზამ დღეს დედაქალაქში სრული სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნა. კილომეტრიანი საცობის გამო, ხალხი უმოძრაოდ საათობით იდგა, სრული უძრაობა დილიდან დაიწყო, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის გამო გადაიტვირთა ბაგებისა და უნივერსიტეტის დამაკავშირებელ ხიდიც, რომელმაც ავტომობილების ნაკადი ვერ გაატარა და სატრანსპორტო კოლაფსი შექიმენა.
ხალხი ამბობს, რომ რეაბილიტაციის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და რომ სცოდნოდათ მანქანით აღარ გამოვიდოდნენ. დილით არსად ჩანდა არც საინფორმაციო ბანერები, დაბნეულმა მძღოლებმა არ იცოდნენ რა მარშუტით გადაადგილებულიყვნენ, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდა სკოლები და ბაღები. გათიშული იყო ტაბლოები, მუნიციპალურ ტრანსპორტიდან მოსახლეობა გადმოდიოდა და ფეხით აგრძელებდა გზას, ზოგს ფეხით წასვა უნდოდა, მაგრამ საპარკინგე ადგილამდეც ვერ მიდიოდა, ხალხს ვერც პატრული ეუბნებოდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ალტერნატიული გზა.
2 საათი მძღოლები ერთი და იგივე ადგილზე იდგნენ.
ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია ვაკეში 4 თვეს გაგრძელდება, უცნობია, რა ალტერნატივა აქვს თბილისის მერიას სარეაბილიტაციო პერიოდში.