ზურა ჯაფარიძე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს

22.05.25 21:38
ზურა ჯაფარიძე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

“პირველების“ მოპოვებული ინფორმაციით, ამ წუთებში, პენტენციურ დაწესებულებაში შესახლების პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზშიცოტა ხნის წინ დააკავეს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. "მონებო" - სკანდირებენ მოქალაქეები. 

ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით. 

მსგავსი სიახლეები