უწყვეტი პროტესტის 176-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

22.05.25 21:47
უწყვეტი პროტესტის 176-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 176-ე დღე-საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

ფოტო: ipn