"ქალების პასუხი მოძალადეს" - საპროტესტო წარწერები სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის სახლთან

23.05.25 10:09
"ქალების პასუხი მოძალადეს" - საპროტესტო წარწერები სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის სახლთან

"ქალების პასუხი მოძალადეს" - ასეთი  საპროტესტო წარწერებით აჭრელდა გუშინ ღამით საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის დავით მარტიაშვილის საცხოვრებელი სახლი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქალაქო სასამართლოში, სადაც ზურა ჯაფარიძის პროცესი იმართებოდა, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებზე რამდენჯერმე იძალადეს.

მოქალაქე მარიამ მეყანწიშვილის თქმით, ერთ-ერთმა მანდტურმა მას "მკერდზე ხელი მოუჭირა, მეორემ კი ყბაში დაარტყა".

მისი თქმით, მანდატურის წარმომადგენლებმა ხალხი შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.