"ალბი კორძაიას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება" - ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე

23.05.25 10:15
"ალბი კორძაიას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება" - ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძის თქმით, დაკავებულ აქტივისტს, ალბი კორძაიას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. 

როგორც ტყეშელაძე სოცილაურ ქსელში წერს, მან კორძაია ადვოკატ გიორგი ტაბატაძესთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან ერთად გვიან ღამით იზოლატორში მოინახულა. 

"ალბი კორძაიას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები!

მისი განმარტებით, მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.

ალბი მხნედაა!

მე და გიორგი ტაბატაძე შევხვდით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს. ალბიმ მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.

გავრცელებული კადრებიდანაც აშკარად ჩანს, რომ ალბი კორძაია უკანონოდ დააკავეს.

ალბიმ გვითხრა, რომ ძალადობის ფაქტს იღებდა მისთვის უცნობი მოქალაქე.

გთხოვთ, გადააზიაროთ ეს პოსტი — ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ალბის საქმეში აღნიშნული კადრები და იქნებ გამოჩნდეს ის ადამიანი ვინც იღებდა," - წერს ლაშა ტყეშელაძე. 

შეგახსენებთ, რომ ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი პოლიციამ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. 

სამოქალაქო აქტივისტები 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.