თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 8 სინდისის პატიმრის პროცესი გაიმართება

23.05.25 10:51
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 8 სინდისის პატიმრის პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 8 სინდისის პატიმრის - ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი გაიმართება. სხდომა თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება. 

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმეები უნდა გამოკითხონ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც, სახელწმიფო ბრალდების მტკიცებით, საპროტესტო აქციაზე დაზარალდნენ და მათ ჯანმრთელობას ზიანი მიადგათ.

ამ დრომდე, სასამართლოში მიყვანილმა ვერცერთმაა მოწმემ ვერცერთ დაკავებულს ხელი ვერრ დაადო. ვერავინ თქვა, რომ ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ახალგაზრდებმა მათ რაიმე ზიანი მიაყენეს.  

დღეს რვა პირის საქმეზე უნდა იმსჯელონ. პროცესის პარალელურად, სასამართლოში დაგეგმილია უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების მხარდამჭერების შეკრებაც.

მსგავსი სიახლეები