FREE JAFARA-სინდისის პატიმრები სასამართლოში პოლიტპატიმრების მხარდამჭერი ბანერებით მივიდნენ

23.05.25 13:05
FREE JAFARA-სინდისის პატიმრები სასამართლოში პოლიტპატიმრების მხარდამჭერი ბანერებით მივიდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ევროპული მომავლისთვის მებრძოლების პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმეები უნდა გამოკითხონ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც, სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, საპროტესტო აქციაზე დაზარალდნენ და მათ ჯანმრთელობას ზიანი მიადგათ.

სინდისის პატიმრები პროცესზე პოლიტპატიმრების მხარდამჭერი ბანერებით მივიდნენ. FREE JAFARA, არც საპროცესო, არც შეწყალება- ვკითხულობთ ფურცლებზე, რომელიც სინდისის პატიმრებს უკავიათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 8 სინდისის პატიმრის - ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს.

ამ დრომდე, სასამართლოში მიყვანილმა ვერცერთმაა მოწმემ ვერცერთ დაკავებულს ხელი ვერრ დაადო. ვერავინ თქვა, რომ ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ახალგაზრდებმა მათ რაიმე ზიანი მიაყენეს.  

პროცესის პარალელურად, სასამართლოში დაგეგმილია უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების მხარდამჭერების შეკრებაც.