“ძალადობრივი კანონშემოქმედება საქართველოში“ - საიას ანგარიში

23.05.25 14:14
“ძალადობრივი კანონშემოქმედება საქართველოში“ - საიას ანგარიში

“ძალადობრივი კანონშემოქმედება საქართველოში“ - ამ სახელწოდებთ ანგარიშს საია აქვეყნებს. დოკუმენტი ასახავს საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს და იმ მექანიზმებს, რომლითაც იგი იზღუდება .

ანგარიშში განხილულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითი საქართველოს ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცხოვრებიდან, რომლებიც მიუთითებენ „ქართული ოცნების“ XI მოწვევის პარლამენტის მიერ საკუთარი კანონშემოქმედებითი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე.

პარლამენტის უფლებამოსილებები საკანონმდებლო სფეროში უკიდეგანო არ არის. იგი პირობადებულია კონსტიტუციითა და საერთაშორისოდ აღიარებული კონსტიტუციონალიზმის პრინციპებით. ხშირ შემთხვევებში ავტორიტარი ლიდერები ცდილობენ ერთი შეხედვით დემოკრატიული მექანიზმების გამოყენების გზით გაიხანგრძლივონ საკუთარი მმართველობა. ეს პროცესი ლიტერატურაში აღნიშნულია ძალადობრივ კონსტიტუციურ სესხებად, რომლის შედეგსაც ფრანკენსტეიტი, ანუ ურჩხული სახელმწიფო წარმოადგენს.

მაგალითად, ე.წ. FARA საქართველოში არამიზნობრივი ძალადობრივი კონსტიტუციური სესხების კლასიკური მაგალითია. იგი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩახშობისკენ, მაშინ როცა შეერთებულ შტატებში იგი პრონაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ მიიღეს. ამ კანონით პარლამენტმა საკუთარი საკანონმდებლო ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა, რითაც საფუძველი დაუდო ძალადობრივ კანონშემოქმედებას. არა უზენაესი ღირებულების - ადამიანის სასარგებლოდ არის მიმართული, არამედ გამოიყენება პოლიტიკურ იარაღად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების თუ ორგანიზაციების დევნისთვის", - წერია ანგარიშში.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ: 

მსგავსი სიახლეები