სამმართველოს უფროსმა არ იცის ოჯახის წევრების სახელები, რომლებმაც თურმე სისხლიანი ტანსაცმელი წაიღეს - სინდისის პატიმრების ადვოკატი

23.05.25 15:52
სამმართველოს უფროსმა არ იცის ოჯახის წევრების სახელები, რომლებმაც თურმე სისხლიანი ტანსაცმელი წაიღეს - სინდისის პატიმრების ადვოკატი

 

 

სინდისის პატიმრების პროცესი - სასამართლოში ერთი მომწე უკვე გამოიკითხა, რომელიც აცხადებს, რომ აქციებზე ორჯერ დაშავდა, თუმცა არ იცის, ვინ არის მის საქმეში ეჭვმიტანილი.

მისი გამოკითხვა ორ საათ ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.

დაზარალებული პოლიციელი, გრიგოლ ჭანტურიძე ვერც იმას აკონკრეტებს, მისი ოჯახის წევრებიდან ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც მივიდა და მისი სისხლიანი ტანსაცმელი წაიღო.

როგორც ირკვევა, მან არც საკუთარი თანამშრომლების სახელები და გვარები იცის და ადვოკატის კითხვას კონკრეტულ პასუხს ვერ სცემს, იმ მიზეზით, რომ „ეშინია, არ შეეშალოს“.

სასაცილოს“ უწოდებს ამ ფაქტს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი და ამბობს,რომ “პოლიციელები იმდენად შეშინებულები არიან, რომ თავად რაღაცების შელამაზება და დამატება უწევთ“

გაირკვა, რომ სამმართველოს უფროსმა, არ იცის თავისი ოჯახის წევრების სახელი და გვარები, რომლებიც იმყოფებოდნენ მასთან და თურმე სისხლიანი ტანსაცმელი წაიღეს, ასევე 40 კაცი აბარია და თურმე არ შეუძლია მათი სახელების და გვარების თქმა, რადგან ვერ იტყვის ზუსტად და ეშინია, არ შეეშალოს. პოლიციელები იმდენად შეშინებულები არიან იმ მხრივ, რომ თავად რაღაცების შელამაზება და დამატება უწევთ, რომ როგორ შეიძლება არ შეეძლოს ხელმძღვანელს თავისი ერთი თანამშრომელის დასახელება. ეს უბრალოდ სასაცილოა,-ამბობს ავსაჯანიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 სინდისის პატიმრის - ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს.

ამ დრომდე, სასამართლოში მიყვანილმა ვერცერთმა მოწმემ ვერცერთ დაკავებულს ხელი ვერ დაადო. ვერავინ თქვა, რომ ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ახალგაზრდებმა მათ რაიმე ზიანი მიაყენეს.