პაპუაშვილმა რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ტოლობის ნიშანი დასვა

23.05.25 17:09
პაპუაშვილმა რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ტოლობის ნიშანი დასვა

"პოლიტიკური ვენდეტა" - ასე მოიხსენიებს შალვა პაპუაშვილი ივანიშვილისა და Credit Suisse Life შორის დავას, რომლის პროცესი ლონდონის სასამართლოში 16-19 ივნისს არის ჩანიშნული.

დღეს ივანიშვილის პარლამენტის თავმდჯომარემ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ტოლობის ნიშანი დასვა და თქვა, რომ ორ სახელმწიფოს შორის განსხვავებას ვერ ხედავს. 

მე ერთადერთი რამის სურვილი მაქვს, რომ ის, რასაც ჰქვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ამას უკიჟინებენ არამხოლოდ რუსეთს და სწორად აკეთებენ, ამით ჩაიხედონ სარკეში და დაინახონ თავის თავში საერთაშორისო სამართლის დარღვევები. როდესაც საერთაშორისო სამართალს არღვევენ სხვადასხვა სახელმწიფოები, პოლიტიკოსები თუ ასე შემდეგ, ეს შემდეგ მათ მორალურ უპირატესობას ართმევს სხვა საუბრებში... რუსეთიც სახელმწიფოა და დიდი ბრიტანეთიც სახელმწიფოა.  [ჟურნალისტი: განსხვავებას ვერ ხედავთ?] - არა ორივე სახელმწიფოა. იქ ინგლისურად საუბრობენ, იქ რუსულად საუბრობენ... რუსეთი ჩვენი ოკუპანტია დიდი ბრიტანეთი არ არის. არსებობს სხვაობებიც და არსებობს თანხვედრები.

ბრიტანეთის მხრიდან ხდება თვითნებური, სამართლებრივი საფუძვლის არმქონე გადაწყვეტილებების მიღება, რომელზეც მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ არის პოლიტიკური ვენდეტით ნაკარნახევი იმის გამო, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა აირჩია ქართული ოცნება. ნუ სამართალი თავის გზას პოულობს. რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლო ამ შემთვევაშიც მიიღებს სწორ გააწყვეტილებას. - თქვა პაპუაშვილმა.   

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე ჰკითხეს, შეუშლის თუ არა სანქციები ხელს ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაზეც პაპუაშვილის პასუხი ასეთი იყო: "ამ შეშლილ სამყაროში მე ვერცერთი ზოგიერთი ხელისუფლების თვითნებობას ვერ გამოვრიცხავ".

ბანკებში გაყინული ოლიგარქის მილიონების საქმე ლონდონის სასამართლოშია - ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse Life-ს შორის 607 მილიონიანი დავა დასკვნით ფაზაში გადადის. სასამართლო პროცესი ლონდონში 16-19 ივნისს არის ჩანიშნული. 

უკვე წლებია ივანიშვილი ამ ფულისთვის იბრძვის, თუმცა, ირაკლი აბესაძის თქმით, ის მოცემულობა, როდესაც ოლიგარქს ბრიტანული სანქციები ემუქრება და ამის შესახებ საკითხი ბრიტანეთის თემთა პალატაში არაერთხელ დააყენეს, ამ სურათს ცვლის, რადგან დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირების შემთხვევაში მას ეს თანხა მაინც გაეყინება.

  • ცნობისთვის, ივანიშვილმა ბერმუდას სასამართლოში დავა მოიგო, თუმცა უშედეგოდ. გადაწყევტილება გასაჩივრებულია და ახლა ლონდონის სასამართლომ უნდა თქვას ამ საქმეზე საბოლოო სიტყვა.