"პუბლიკის" ჟურნალისტი 5 000 ლარით დააჯარიმეს

23.05.25 18:36
"პუბლიკის" ჟურნალისტი 5 000 ლარით დააჯარიმეს

სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ "პუბლიკის" ჟურნალისტი, მარიამ ქავშბაია 5 000 ლარით დააჯარიმა - რეჟიმი ჟურნალისტს 3 თებერვალს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. 

როგორც "პუბლიკა" წერს, ჟურნალისტი 3 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულდება და მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა. 

მარიამ ქავშბაიამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები - ამ დღეს მის მიერ გადაღებული ფოტომასალა - „პუბლიკის” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული მასალები მისი ავტორობით. თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალაშიც ჩანს, როგორ მუშაობს ჟურნალისტი აქციის მიმდინარეობისას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მარიამი, რომელიც ამავდროულად სტუდენტია, 5 000 ლარით დააჯარიმა." - წერს "პუბლიკა".