უნებლიე შეცდომა თუ რეჟიმის პოლიტიკის ნაწილი - რატომ არ შემოუშვეს საქართველოში EU-ს დიპლომატი
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი ტექნიკური ხარვეზია. საქართველოში პირველად, ევროკავშირის დიპლომატს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს. საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც ევროდელეგაციის წევრია, აქვს დიპლომატიური პასპორტი, თბილისის საერთაშორისო აერპორტიდან უკან გააბრუნეს და მიზეზიც კი არ უთხრეს. მესაზღვემ მხოლოდ ის განუმარტა, რომ იგივე რეისით უკან, ბელგიაში უნდა დაბრუნებულიყო.
ეს ამბავი პირველად მედიამ გაიგო და ახალი ამბები გაავრცელა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრო იამდე დუმდა, ვიდრე ევროკავშირმა ოფიციალურად ინფორმაცია არ დაადასტურა. მაკა ბოჭორიშვილის უწყებაში, სავარაუდოდ, ამბის გახმაურებას არ ელოდნენ. განცხადების გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიიღეს გაფრთხილება, რომ ეს მთავრობის მიერ ვენის კონვენციის უხეში დარღვევა იყო და რომ ბრიუსელს შესაბამისი რეაგირებაც ექნებოდა. ინფორმაცია თავდაპირველად ევროკავშირის საელჩომ დაადასტურა.
გადაწყვეტილებას ფიზიკური პირების შემოსვლის შესახებ მესაზღვრე იღებს. კანონმდებლობის გარდა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კარგად ცნობილია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის აკრედიტებულ წევრს გადაადგილების სრული თავისუფლება აქვს და მისი შეზღუდვა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა. ამიტომ, ჩნდება ეჭვი, რომ მესაზღვრე დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და დიპლომატის გაძევება წინასწარ განზრახული გადაწყვეტილება იყო.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.