მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას კიდევ ერთ სტუდენტს, ლიკა ლორთქიფანიძეს ედავებიან
17 მაისს, "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას "ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს, ლიკა ლორთქიფანიძესაც ედავებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მოძრაობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 27 მაისს.
17 მაისს “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის , მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთ წევრს - ლიკა ლორთქიფანიძეს. სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 27 მაისს.
მის წინააღმდეგ აღძრულ სამართლებრივ დევნაზე ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისგან ბრალდებულს არ მიუღია.
რეჟიმი აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას, ჩვენი პასუხი კი უცვლელია - არ გვეშინია, არ გავჩერდებით!
სოლიდარობას ვუცხადებთ ამავე საქმეზე ბრალდებულ სეუს სტუდეტური მოძრაობის წევრ, თათია აფრიამაშვილს, რომლის პატიმრობასაც ითხოვს რეჟიმის პროკურატურა", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, მარიამ ლაშხი აქტივისტებს სასამართლოში უჩივის - საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.
- "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ ევროპული მომავლისთის მებრძოლი აქტივისტები.
აქტივისტებს პატიმრობა, ან ფულადი ჯარიმა ემუქრებათ.