პროკურატურის მოწმეები სინდისის პატიმრებს ხელს ვერ ადებენ - რა ჩვენებები მისცეს პროცესზე
სინდისი პატიმრების საქმის ერთ-ერთი ოქროს მოწმე მეხანძრე მაშველი სასამართლო პროცესზე დღეს ადვოკატებმა ცრუ ჩვენებაში ამხილეს. ილია ღავთაძე დაზარალებულად ცნობილი შსს-ს თანამშრომელი მისსავე ჩვენებეში აიხლართა. 20 იანვრის გამოკითხვის ოქმში ღავთაძე გამომძიებლებს უხსნიდა, რომ დაიანახა პირი, რომელმაც 1 დეკემებერს მისი მიმართულებით ქვა ისროლა, შედეგად დაზიანდა და კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. დღეს სასამართლოში მოწმედ მოსულმა მეხანძრე მაშველმა იგივე ვეღარ გაიმეორა. თქვა, რომ სიბნელე იყო და შესაბამისად პირის ამოცნობას ვერ შეძლებდა.
ილია ღავთაძე დღეს ერთადერთი მოწმე არ ყოფილა, რომელმაც ჩვენება სინდიდის პატიმრების სასარგებლოდ მისცა. საბრალდებო უწყებამ ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად კიდევ ერთი ოქროს მოწმე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი მიიყვანა. გრიგოლ ჭანტურიძე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ 30 ნოემბერს აქციაზე დაზარალდა. ჭიჭინაძის ქუჩაზე სახეში ქვა მოხვდა, თუმცა საიდან და როგორ - არ იცის. ჭანტურიძემ სინდისის ვერცერთ პატიმარს შორის ვერ ამოიცნო ის პირი, რომელმაც შესაძლოა, მისი მისამართით ქვა ესროლა.
ჭანტურიძე ყველაზე დიდხანს იკითხებოდა. 2 საათნახევრის განმავლობაში ადვოკატები ცდილობდნენ, მისგან მიღოთ ოპასუხი კითხვაზე, რატომ გააქრო დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა საქმიდან სისხლიანი ტანისამოსი. პოლიციელი ამტკიცებდა, რომ სიხლიანი მაისური ოჯახის წვრებმა გაურეცხეს, თუმცა ვინ იყვნენ მისი ოჯახის წევრები, ამბობდა, რომ მათ ვინაობას ვერ იხსენებდა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.