ზარქუასთვის ვახშამის ჩაშლის გამო ქალი აქტივისტები 4 000 და 3500 ლარით დააჯარიმეს - რა ხდებოდა პროცესზე

23.05.25 20:48
ზარქუასთვის ვახშამის ჩაშლის გამო ქალი აქტივისტები 4 000 და 3500 ლარით დააჯარიმეს - რა ხდებოდა პროცესზე

მარიამ სიჭინავამ საკუთარი ყურით ვერ მოისმინა, რა სასჯელს აკისრებდა მოსამართლე იმის გამო, რომ ირაკლი ზარქუას ქეიფი არ აცალა და როსტორნიდან გამოსულს სინდისი პატიმრები შეახსენა. სხდომაზე რეჟიმის ტყვეების ხსენებით გაღიზიანებულმა მოსამართლემ სიჭინავა დარბაზიდან ისე გააძევა, რომ დასკვნითი სიტყვა არ დაასრულებინა. ირაკლი ზარქუას შეწუხება რესტორნაში სასჯელის ზომად ითვალისწინებს 4000 ლარიან ჯარიმას - დაადგინა დღეს ზუგდიდი სასამრთლომ. 

მოსამართლე ნინო ჭაბუკიანს ამავე სხდომაზე პროევროპული აქციების ჰიმნად ქცეული სიმღერის მოსმენაც მოუწია. რეაქცია, ამ შემთხვევაშიც, იგივე იყო - შემსრულებელი კერენ ესებუას დარბაზიდან გაძევება.

არადა, კერენ ესებუას 3500 ლარით დაჯარიმებიდან რამდენიმე საათი იყო გასული. აქტივისტმა რეჟიმისათვის მორჩილებას, კვლავ პროტესტის ხმაურიანი ფორმა არჩია. ესებუას შემთხვევაში გადაწყვეტილება გვანცა ვარდანიძემ მიიღო. აქტივისტი გვიმტკიცებს, რომ მოსამართლეს მისი დაკავების ბრძანება ჰქონდა, თუმცა საქმის მასალებიდან გამომდინარე, შუალედური პოზიცია აირჩია და ესებუა დააჯარიმა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.