დადასტურდა ის, რასაც შაბათის ეთერი ყვებოდა: ვაკეში სპორტის უნივერსიტეტი აღარ აშენდება

23.05.25 20:49
დადასტურდა ის, რასაც შაბათის ეთერი ყვებოდა: ვაკეში სპორტის უნივერსიტეტი აღარ აშენდება

თბილისის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ირწმუნება, რომ სპორტის უნივერსიტეტი დედაქალაქში იქ აშენდება, სადაც უკეთესი იქნება, თუმცა სპორტის უნვიერსტიტეტის ბედი ირაკლი კობახიძემ უკვე 19 მაისის განაკრგულებით გადაწყვიტა და დაადასტურა ის, რასაც ტვ პირველი ყვებოდა: სპორტის უნივერსიტეტი ვაკის შუაგულში, ისტორიულ ადგილზე აღარ იქნება, უნივერისტეტი სასწავლო საცდელ მეურნეობის ტერიტორიაზე აშენდება.

საკრებულოს ახლადდანიშნულ თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძეს მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ სპორტის უნივერსიტეტი აუცილებლად აშენდება, თუმცა რატომ დიღომში, ისტორიული ადგილის ნაცვლად, კითხვაზე პასუხი არ არის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ ჭავჭავაძის 49 ნომერში სპორტის უნივერსიტეტი და მის ირგვლივ არსებული 18 000 კვ მიწის ნაკვეთი ფასდაკლებული ფასით - 11 მილიიონად იმ პირობით მიიღო, რომ სპორტის უნივერსიტეტს გააკეთებდა და სახელმწიფოს გადასცემდა, თუმცა უნიევრსიტეტის გაქრობის შემდეგ "ოცნების" მაქებარ ბიზნესმენს მთელი ეს ტერიტორია 56 სართულიანი ცათამბჯენის აშენებისთვის და კომერციული სარგებლოსთვის შერჩა.

"2025 წელს საქართველო შეხვდება სპორტის ახალ უნივერსიტეტს ისტორიულ ადგილას" - ეს თეა წულუკიანის დაპირებაა ხალხისთვის. სპორტის უნივერსიტეტის ისტორიულ ადგილზე აშენებას ჰპირდებოდა ხალხს თბილისის მერიც.  

კობახიძის დადგენილებამ საბოლოოდ ჩამოაშორა ფიზიკური აღზრდის უნივერსტიტეტი ლამის საუკუნოვან ადგილმდებარეობას ისე, რომ 2025 წლის ბოლომდე არა თუ მშენებლობა დასრულდება, არამედ მხოლოდ ახლა გაუირკვა, სად უნდა შენდეს სასწავლებელი.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები