გორში, 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
გორში, 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა - სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა იმსჯელა.
ბრალი წარედგინა 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბე ქვე პუნქტით, რაც გულისხმობს 14 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას. აღნიშნული მუხლი მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობას. ბრალდების მხარე შუამდგომლობდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რაც სრულად იქნა გათვალისწინებული მოსამართლის მიერ", - აცხადებს პროკურორი ია მეფარიშვილი.
“ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ბრალს აღიარებს და ინანიებს.
შეგახსენებეთ, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ გუშინ დააკავა.