პოლიციელმა დამარტყა, ძირს დამაგდო და თრევა თრევით ჩამსვეს მინივენში - ალბი კორძაია
ალბი კორძაიამ და სალომე კენჭიაშვილმა, რომლებიც გუშინ საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს, დიღმის იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვეს. აქტივისტი ალბი კორძაია "პირველებთან" მომხდარს იხსენებს. ყვება, რომ პოლიციელებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც სასამართლოს მოპირდაპირე მხარეს ყავის საყიდლად გადავიდნენ.
კორძაია პოლიციელების მიერ მიყენებულ დაზიანებებზეც საუბრობს. აქტივიტს ხელებსა და მუხლზე სისხლჩაქცევები აღენიშნება. მისი თქმით, სამართალდამცველები მას დაკავების მომენტში ფიზიკურად გაუსწორდნენ, განყოფილებაში მისვლისას კი, როდესაც ადვოკატი მოითხოვა, ამაზეც უარი მიიღო.
გადაწყვიტეს, რომ ჩვენ არ გავეშვით ზედა ქუჩაზე. ერთ-ერთმა პოლიციელმა გვითხრა, რომ "თქვენ მოქალაქეები არ ხართ, თქვენ აქტივისტები ხართო". ავიღეთ თუ არა ყავები, გადავიხადე თუ არა, მაგ მომენტში მეცა ერთი პოლიციელი ზურგიდან, მწვდა და მომიფრიალა, მომისროლა. მეორე პოლიციელმა დამიჭირა, დამაგდო ძირს, დამარტყა და სულ თრევა თრევით შემათრიეს საპოლიციო მინივენში. მერე დამადეს ხელბორკილი, სილურჯეები ახლაც მეტყობა იმდენად მჭიდროდ მომიჭირეს გადაგვიყვანეს შუშებიან შენობაში, სადაც მოვითხოვე ადვოკატი, რომელიც მეკუთვნის, რეალურად,. უფლება არ გამომაყენებინეს.
"გადმოდიო" და ამაზე ვუპასხე, რომ მე არ ვდგავარ გზის სავალ ნაწილზე და ვდგავარ ჯიხურთან და არანაირი უფლება არ აქვს, მოქალაქეს უთხრას, გადმოდი. მაგის შემდეგ იყო უკვე ეს ცემა-ტყეპა. შეშუპება მაქვს ხელებზე ხელბორკილის გამო, მუხლზე მაქვს, იმიტომ, რომ წამაქციეს. მე უკვე ფოტოებიც დავდე ფეისბუქზე იმ ე.წ. პოლიციელების, ვინც ჩემზე იძალადეს, - ამბობს ალბი კორძაია.
შეგახსენებთ, რომ ალბი კორძაიას და სალომე კენჭიაშვილს რეჟიმი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ახლა პორივე ვერდიქტის მოლოდინშია. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება აქტივისტების სასამართლო პროცესები.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის ჩართვაში.