ზურაბ ჯაფარიძის დაცვა, იოსებ მაღრაძე "მოსამართლე" ცეკვავამ 5000 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა - ადვოკატი

23.05.25 20:25
ზურაბ ჯაფარიძის დაცვა, იოსებ მაღრაძე "მოსამართლე" ცეკვავამ 5000 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა - ადვოკატი

ადვოკატი ვერიკო გაგუა Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ზურაბ ჯაფარიძის დაცვა 5 000 ლარით დააჯარიმა და 3 წლის ვადით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. 

3 წლით შემოსავლის წყარო მოუსპო "მოსამართლე" ზვიად ცეკვავამ იოსებ მაღრაძეს.

დააჯარიმა 5000 ლარით და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა 3 წლით.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაცვაა.

საქმის შეწყვეტის მოთხოვნა დავაყენე ყველა მტკიცებულებებით. მოსამართლემ შსს-ს წარმომადგენელს უთხრა გაიარე ეს თემა თქვენთანო და სხვა დღეს გადადო პროცესი, დღეს იყო გამოცხადება გადაწყვეტილების.

იოსებ მაღრაძე იცავს სხვის უსაფრთხოებას. ესაა მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო რომელიც შეუწყვიტა "მოსამართლემ". - წერს ვერიკო გაგუა. 

შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ, 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.  

მსგავსი სიახლეები