მედია: რუსებმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს - არიან დაშავებულები

რუსებმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლიჩკომ აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად, კიევში საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.