სერიული მკვლელობების დაგეგმვაში ბრალდებული21 წლის ქართველი მოლდოვიდან ამერიკაშია ექსტრადირებული

24.05.25 10:37
სერიული მკვლელობების დაგეგმვაში ბრალდებული21 წლის ქართველი მოლდოვიდან ამერიკაშია ექსტრადირებული

სერიული მკვლელობების დაგეგმვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე მოლდოვიდან ამერიკაშია ექსტრადირებული - 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცს გამოძიება საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფების ხელმძღვანელობაში ამხელს.

ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 23 მაისს გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ის ეგრედწოდებული მანიაკალური მკვლელობის კულტის დაჯგუფების ლიდერია და მისი ერთ-ერთი გეგმა, ახალი წლის ღამეს მოწამლული ტკბილეულის დარიგებას ითვალისწინებდა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, თუ როგორ ქირაობდა ჩხიკვიშვილი ადამიანებს იმისთვის, რომ დაეხოცათ ებრაელები და მოეწყოთ ნიუ იორკში სასიკვდილო თავდასხმები.

FBI-ში აცხადებენ, რომ ქართველ მამაკაცს, ნორვეგიელ ტერორისტზე, ანდრე ბრეივიკზე მეტი ადამიანის მოკვლა სურდა.

მსგავსი სიახლეები