"ავტომატი გამოიტანა და მიმიზნებდა" - გორელ ბიზნესმენს მეზობელი მუქარაში ადანაშაულებს

24.05.25 10:55
"ავტომატი გამოიტანა და მიმიზნებდა" - გორელ ბიზნესმენს მეზობელი მუქარაში ადანაშაულებს

გორელ ბიზნესმენს მეზობელი მუქარაში ადანაშაულებს. სოფელ ხიდისთავის მკვიდრი ირწმუნება, რომ მას ბიზნესმენები იარაღით მოკვლით ემუქრებოდა. ორ მამაკაცს შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთს უკავშირდება.

დაწყებულია გამოძიებაც. ეჭვმიტანილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღის უკანონო შენახვას, ძალადობასა და მუქარას ედავება. სავარაუდო დანაშაულში მხილებული პირის საცხოვრებელ სახლში, გუშინ ჩხრეკა ჩატარდა.

უცებ დამესხა თავს, ფიზიკურად გავუძალიანდი. ერთხელ ვუთხარი გამანებე თავი, მეორედ ვუთარი გამანებე თავი-თქო. თავდაცვის მიზნით მეც ხელი ვკარი, მირტყამდა, არ ჩერდებოდა და რომ ვერ მომერია ფიზიკურად, მერე შევიდა, გამოიტანა ავტომატი, დატენა, ცოტა შემეშინდა, მეთქი არ მესროლოს-თქო, შევვარდი სახლში, დავურეკე 112-ს მეთქი მიშველეთ-მეთქი, მკლავს. ამ მიწის ჩაგდება უნდოდა ხელში. მერე დედამისმა ტყუილი ჩვენება მისცა პოლიციელებს, ვითომ მე დავარტყი, არადა იმს ადგილას არ ყოფილა იმ დროს. ვითხოვ, ამოიღონ კამერის ჩანაწერები, კამერები გვიყენია აქ, ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული. ყოველ დღესასწაულზე სროლებია ამ სახლიდან, არადა ბავშვები დადიან, ხალხი დადის", - ამბობს მეზობელი.