მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის - ვინ იდგება ხალხის გვერდით 26 მაისს
მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის - უწყვეტი პროტესტის კალენდარზე კიდევ ერთი ახალი მნიშვნელოვანი თარიღია მონიშული.
26 მაისს 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე მსვლელობა გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ 17:10 საათზე, დამფუძნებელი კრების სასახლესთან (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე) დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხონ და მთელ სამყაროს გააგონონ ხმა, რომ თავისუფალი საქართველოს იდეა უკვდავია.
26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქცია - პერფორმანსში მონაწილეობას სტუდენტები, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები, პოლიტიკოსები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები მიიღებენ.
ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე 3 საათზე, გვაქვს აქცია-პერფორმანსი, რომელიც გააცოცხლებს წარსულს და ეს იქნება განაცხადი და არა მარტო მსვლელობა, სადაც ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ გვახსოვს ჩვენი ისტორია, ვიცით საიდან მოვდივართ და რას გვინდა მივაღწიოთ. აქ იქნება უამრავი წარმოდგენა, იქნება უამრავი ლოგო, დროშა, რომელიც გაგვახსენებს ჩვენმა წინაპრებმა, როგორ მოგვიტანეს, როგორ დაიხსნეს რუსეთის იმპერიის მარწუხებიდან ჩვენი ქვეყანა", - ამბობს აქციის ერთ- ერთი მონაწილე.