"11 წლის გოგოს ინტიმური სახის ფოტო-ვიდეოს გაგზავნას აიძულებდა და თავადაც უგზავნიდა" - დაკავებულია 28 წლის კაცი
პედოფილიის ფაქტი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში - დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ახალგაზრდას სექსუალურ შევიწროვებაში 11 წლის გოგო ამხელს.
სკოლის მოსწავლის ნაამბობიდან დგინდება, რომ დანაშაულში მხილებული კაცი, მოზარდს ტიკ-ტოკის მეშვეობით ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეოების გაგზავნას 2 თვის განმავლობაში აიძულებდა. ასევე, უგზავნიდა მის შიშველ ფოტოებს და ვიდეოებსაც.
დანაშაულის შესახებ შემთხვევით შეიტყო დაზარალებული გოგონას დედამ და სწორედ ამის შემდეგ მიმართეს მათ დასახმარებლაად არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარს".
"საფარის" იურისტის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ კაცის მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლი სხვა მოზარდებიც იყვნენ. ამიტომ არ არის გამორიცხული დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდეს.
სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს 28 წლის კაცის მობილური ტელეფონი, რომელიც საქმეში მთავარ მტკიცებულებად დევს.
გოგონა არის 11 წლის, 14 წელს მიუღწეველი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დანაშაულს. ბავშვთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა კონკრეტული დანაშაული, რასაც ჰქონდა ადგილი. ეს გრძელდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატურად. 30 წლამდე მამაკაცი მას გაეცნო როგორც მისი თანატოლი, შევიდა ნდობაში. გარყვნილი ქმედება გამოიხატა მიმოწერის კონტექსტში, რომელიც იყო ინტიმური ხასიათის. კონკრეტულად სთხოვდა ინტიმური სახის ფოტო-ვიდეო მასალას. ასევე აგზავნიდა საკუთარ მასალასაც. სთხოვდა სექსუალური სახის სხვადასხვა მოქმედებების განხორიციელებას, რა დროსაც იყო კატეგორიული და ბავშვს ფაქტობრივად აიძულებდა ეს ყველაფერი გაეგზავნა მისთვის. საქმეში დევს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქნება ამ პირის გამამტყუნებელი განაჩენისთვის. ეს არის პირდაპირი მტკიცებულებები, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტელეფონი, ასევე არის ინფორმაიცა გამოთხოვილი, სადაც ჩანს, რომ ზუსტად ეს კონკრეტული პირი ახორციელებდა მიმოწერას და ეს არ იყო ერთჯერადი ხასიათის. მას შეიძლება და სავარაუდოდ ჰყავს სხვა მსხვერპლებიც", - ამბობს "საფარის" იურისტი.